ინფოზუგდიდი-ს შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიის პირობებში, როცა ბევრ მეწარმეს მოუწია ოფისების დაკეტვა და დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, რისთვისაც ზუგდიდელი მეწარმეების უმეტესობა მოუმზადებელი შეხვდა. არარსებული ონლაინ ინფრასტრუქტურის გამო ძალიან რთული იყო მომხმარბლებსა და დაწესებულებებს შორის შედეგიანი კომუნიკაციის დამყარება. იდეა ნელ-ნელა იხვეწებოდა და ემატებოდა ახალ-ახალი იდეები და მიიღო ის სახე რასაც დღეისათვის ხედავთ. მაგრამ ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და პერიოდულად დავამატებთ ახალ-ახალ ფუნქციონალს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ მრავალფუნქციური ვებ-პორტალი, სადაც მომხმარებლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ნებისმიერი ტიპის საკითხებზე
იმ მეწარმეებს რომლებიც ბიზნესს ეწევიან ზუგდიდში, ვთავაზობთ დახმარებას კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებით, მათზე და მათ სერვისებზე ინფორმაციის საიტზე განთავსებით
იმიტომ რომ საიტი შეიქმნა ზუგდიდელებისთვის და ჩვენ არსებულით არ ვკმაყოფილდებით, გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს და პერიოდულად დავამატებთ იმ ფუნქციონალს რაც თქვენ კიდევ უფრო გაგიმარტივებთ მიიღოთ უფრო მეტი საჭირო ინფორმაცია
საიტის ამ განყოფილებებში განცხადებების დამატება სრულიად უფასოა და ნებისმიერ საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია დაამატოს განცხადება. ცნობარის შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ და ჩვენ დავამატებთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფურძველზე თქვენს ბიზნესს საიტზე.
დაამატეთ თქვენი ბიზნესი ჩვენს ცნობარში, რათა ხალხმა გაიგოს თქვენი საქმიანობის შესახებ და მოიზიდოთ კლიენტები.
იყიდეთ ან გაყიდეთ ნებისმიერი ტიპის პროდუქტი, უძრავ-მოძრავი ქონება და ნებისმიერი სხვა რამ.
მეწარმეებს შეუძლიათ განათავსონ ვაკანსიები, ხოლო სამსახურის მაძიებლებს შეავსონ რეზიუმეები.
ამ განყოფილების მიზანია დავეხმაროთ ერთმანეთს დაკარგული ნივთების თუ შინაური ცხოველების პოვნაში.
გაძვირებული საწვავის და სამარშრუტო ტრანსპორტის ფონზე დავეხმაროთ ერთმანეთს იაფად მგზავრობაში.
ადგილის სადაც შეგიძლიათ უბრალოდ განიტვირთოთ და ისაუბროთ სხვებთან თქვენთვის საინტერესო თემებზე.
ამ განყოფილებაში შეძლებთ ქალაქში დაგეგმილი კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებების დამატებას
გაიგეთ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე ამბები, ან უბრალოდ წაიკითხეთ საინტერესო სტატიები
დავეხმაროთ ერთმანეთს გასაჭირის ჟამს. თქვენ მიერ გაღებულ თითოეულ თეთრს შეუძლია სხვისი ცხოვრება გადაარჩინოს